• dateოქტომბერი 16, 2026
    time12:05 PM

    მემორანდუმი ციფრულ მარკეტინგულ სააგენტო „ვეზასთან“

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ციფრულ მარკეტინგულ სააგენტო „ვეზას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და „ვეზას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინი ადამაშვილმა მოაწერეს. ახალი პარტნიორობის მთავარი მიზანი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიული განვითარება, მათი შრომის ბაზარზე ეფექტიანი ინტეგრაცია და რეალური დასაქმების პერსპექტივების შექმნაა.

    პარტნიორობა სრულად ორიენტირებულია ახალგაზრდების კარიერულ მხარდაჭერასა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებაზე. თანამშრომლობის შედეგად, სტუდენტები მიიღებენ პირდაპირ წვდომას ციფრული მარკეტინგის სფეროში არსებულ აქტუალურ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებზე, ასევე, გაივლიან პრაქტიკულ კურსებს ციფრულ მარკეტინგულ სააგენტო „ვეზაში“.

    თანამშრომლობა ახალგაზრდა სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, ჯერ კიდევ სწავლის პროცესში დააგროვონ რეალური სამუშაო გამოცდილება, დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი დამსაქმებელთან და წარმატებით დაიწყონ პროფესიული კარიერა.

    სხვა სიახლეები