მემორანდუმი კსუ-სა და ’’Ventures Agile Precis“-ს შორის

18 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და ’’Ventures Agile Precis“-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა შონ ჰამილტონმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მხარეებმა თანამშრომლობის სურვილი მიმდინარე წლის 16 მარტს გამოთქვეს, როდესაც ორგანიზაციის მმართველმა კსუ-ს წარმომადგენლებს ორგანიზაციის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის სფერო გააცნო.
ორგანიზაცია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ადამიანური რესურსით ამარაგებს და მსოფლიო სამუშაო ბაზარზე პოტენციური თანამშრომლების რეკტურიტებას ეწევა. ამ გზით, VAP ცდილობს დასაქმების პრობლემის მოგვარებაში დიდი როლი ითამაშოს და მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკის განვითარებასა და ზრდას ხელი შეუწყოს.
ორგანიზაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს და ნიჭიერი, ლიდერობის უნარის მქონე სტუდენტებით ინტერესდება. კსუ-სა და ’’Ventures Agile Precis“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის პირობებით, კსუ-ს წარმატებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ აშშ-ში არსებულ სხვადასხვა კომპანიაში სტაჟირება გაიარონ და უნარ-ჩვევები დახვეწონ.
სხვა სიახლეები
აპრილი 01, 2026
01:30 PM
ლექცია: „საქართველო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“
1 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „საქართველო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“. მოწვეულმა სპიკერმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი მაღლაკელიძემ, აუდიტორიას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში გლობალური ფინანსური მოთამაშეების როლი გააცნო.
აპრილი 01, 2026
11:00 AM
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია; ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.
აპრილი 01, 2026
09:00 AM
CIU-ს შეთავაზება აბიტურიენტებს
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული აბიტურიენტები შეთავაზებათა მრავალფეროვანი პაკეტით ისარგებლებენ.