მემორანდუმი „ჯეი ჯეი ტრენინგ ცენტრთან“
4 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „ჯეი ჯეი ტრენინგ ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და „ჯეი ჯეი ტრენინგ ცენტრის“ დირექტორმა ნინო ჯულაყიძემ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, კვლევებისა და ინიციატივების განხორციელება. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის (საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამები) სტუდენტებს, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, აქტიური პრაქტიკული კურსების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეძლებენ აიმაღლონ კვალიფიკაცია წარმყვან ექსპერტებთან, იურისტებთან და მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრის ფორმატში და გაიარონ ტრენინგები. „ჯეი ჯეი ტრენინგ ცენტრი“ სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ასევე სთავაზობს მოსამართლეთა, სტაჟიორ-პროკურორთა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს.
შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე; სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, გურამ ღვინჯილია; „ჯეი ჯეი ტრენინგ ცენტრის“ ტრენერები ნონო ქოჩიაშვილი და გიორგი ნაკაშიძე, ასევე, სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.
















