შეხვედრა CIU-ში - ელექტროკარდიოგრაფია: გულის ფუნქციური შეფასების პირველი ნაბიჯები
28 ნოემბერს კავკაასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე წარმატებით ჩატარდა პრაქტიკაზე ორიენტირებული ვორქშოფი.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ყველა ის ძირითადი თემა, რომელიც ელექტროკარდიოგრამის სწორ ანალიზსა და კლინიკურ პრაქტიკაში მის გამოყენებას უკავშირდება.
ვორქშოფის მომხსენებელი იყო კლინიკა „რეიმანის“ კარდიოლოგიური კვლევების კოორდინატორი და „ჯეო-ჰოსპიტალის“ უმცროსი კარდიოლოგი ნიკოლოზ ხუციშვილი.
სესიის ფარგლებში სტუდენტებმა გულის ელექტროფიზიოლოგიური საფუძვლები შეისწავლეს, დაეუფლნენ ECG-ის გადაღებისა და ინტერპრეტაციის პრაქტიკულ უნარებს, ისწავლეს რითმისა და გამტარობის დარღვევების ამოცნობა, გაანალიზეს იშემიური და ინფარქტული ცვლილებები, შეაფასეს ელექტროლიტთა ბალანსის ცვლილებების გავლენა ECG-ზე და მონაწილეობა მიიღეს შემთხვევებზე დაფუძნებულ კლინიკურ განხილვაში.
ვორქშოფის მიზანი იყო, სტუდენტებისთვის ECG-ს პრაქტიკული გაგება და დამოუკიდებელი ანალიზის გაძლიერება, რათა ისინი უკეთ მომზადებულნი შევიდნენ კლინიკურ გარემოში და პაციენტებთან მუშაობის პროცესში ეფექტურად გამოიყენონ მიღებული ცოდნა.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 04, 2025
01:30 PM
ტრენინგი: „AI ბიბლიოთეკებში - ინფორმაციული სერვისების ტრანსფორმაცია, დანერგვა, გამოწვევები და მომავალი“
25 და 27 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა თამარ ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო ორდღიან საგანმანათლებლო პროგრამაში - „AI ბიბლიოთეკებში - ინფორმაციული სერვისების ტრანსფორმაცია, დანერგვა, გამოწვევები და მომავალი“, რომელსაც კომპანია „ინოვაციური საგანმანათლებლო კავშირები“ (Innovative Educational Connections) ახორციელებდა.
დეკემბერი 02, 2025
01:00 PM
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი იტალიაში
CIU-ს პროფესიული განათლების ცენტრის სასერტიფიკატო პროგრამების განმახოციელებლები, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლები - მაია მირველაშვილი, ლონდა მამასახლისაშვილი და ლაშა ბოდაველი - სასწავლო ვიზიტით იტალიაში, ქალაქ ალბას ისტორიული დასახლების მევენახეობა-მეღვინეობის კომპანიებსა და კოლეჯებში იმყოფებოდნენ.
დეკემბერი 02, 2025
12:45 PM
ABEM / CIU მე-10 საერთაშორისო კონფერენცია
კანადის ბიზნესისა და აღმავალი ბაზრების აკადემია (ABEM) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (საქართველო) აცხადებენ სამეცნიერო ნაშრომების, თეზისებისა და შემთხვევის ანალიზის (cases studies) მიღებას თემაზე: „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“.






