• dateდეკემბერი 02, 2025
    time01:00 PM

    CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი იტალიაში

    banner

    CIU-ს პროფესიული განათლების ცენტრის სასერტიფიკატო პროგრამების განმახოციელებლები, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლები - მაია მირველაშვილი, ლონდა მამასახლისაშვილი და ლაშა ბოდაველი - სასწავლო ვიზიტით იტალიაში, ქალაქ ალბას ისტორიული დასახლების მევენახეობა-მეღვინეობის კომპანიებსა და კოლეჯებში იმყოფებოდნენ.

    აღნიშნული ვიზიტი პროფესიული უნარების სააგენტოს კონკურსში გამარჯვების შედეგად განხორციელდა.

    ვიზიტი მიზნად ისახავდა, დარგობრივი პედაგოგიკის თანამედროვე ცოდნის მიღებისა და კოლეგებისთვის გაზიარების ხელშეწყობას; მასწავლებელთა პროფესიული ქსელების გაძლიერებას (ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე); პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას; ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და მიდგომების დანერგვის წახალისებას პროფესიულ განათლებაში.

    საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი სრულად დაფინანსდა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. განმახორციელებელთა ვიზიტის შემდეგ, CIU-ს პროფესიული განათლების ცენტრი უზრუნველყოფს დარგის სხვა მასწავლებლებისათვის, კურსდამთავრებულებისა და დაინტერესებული პირებისათვის შეხვედრების ორგანიზებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

    სხვა სიახლეები