ტრენინგი: „AI ბიბლიოთეკებში - ინფორმაციული სერვისების ტრანსფორმაცია, დანერგვა, გამოწვევები და მომავალი“

25 და 27 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა თამარ ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო ორდღიან საგანმანათლებლო პროგრამაში - „AI ბიბლიოთეკებში - ინფორმაციული სერვისების ტრანსფორმაცია, დანერგვა, გამოწვევები და მომავალი“, რომელსაც კომპანია „ინოვაციური საგანმანათლებლო კავშირები“ (Innovative Educational Connections) ახორციელებდა.
სესიის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის ისტორიულ განვითარებას, ძირითადი მოდელების მუშაობის პრინციპებსა და მისი გავრცელების სხვადასხვა სფეროს. მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა შეესწავლათ კონკრეტული AI ინსტრუმენტები, რომლებიც ბიბლიოთეკის ყოველდღიური სამუშაო პროცესების გამარტივებასა და ეფექტიანობის ზრდას უწყობს ხელს.
მონაწილეებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები, სამართლიანობის პრინციპები და ეთიკური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიბლიოთეკარის როლს და იმ მნიშვნელობას, რომელიც პროფესიონალს აქვს თანამედროვე ინფორმაციული სერვისების ტრანსფორმაციის პირობებში.
ტრენინგს უძღვებოდა მაია მეტრეველი - მაგისტრი „ინფორმაციის მენეჯმენტში“ და „ტექნოლოგიები განათლებაში“, 13 წლიანი გამოცდილებით განათლების სფეროში; Innovative Educational Connections-ის პროექტების მენეჯერი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია GAIA-ს წევრი.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმ AI ხელსაწყოებზე, რომლებიც უკვე გამოიყენება საბიბლიოთეკო პრაქტიკაში, ასევე გაეცნენ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს ბიბლიოთეკებში AI-ის დანერგვის მიმართულებით.
ტრენინგის დასრულების შემდეგ ბენეფიციარებმა მიიღეს ხელოვნურ ინტელექტზე საბაზისო, მაგრამ არსებითი ცოდნა. მონაწილეებმა პრაქტიკულად გამოიყენეს დიდი ენობრივი მოდელები სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისთვის, შექმნეს სატესტო პროექტი (POC) და წარმოადგინეს AI ციფრული ინსტურმენტი (პროტოტიპები), რომლებიც მათი ბიბლიოთეკის
სხვა სიახლეები
ნოემბერი 06, 2025
10:00 AM
საჯარო ლექცია: „ქართული ლიტერატურა, როგორც მსოფლიო ლიტერატურული მემკვიდრეობის ნაწილი“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტ მენტორთა სამსახურისა და ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული ლიტერატურა, როგორც მსოფლიო ლიტერატურული მემკვიდრეობის ნაწილი“/“Georgian Literature as Part of the World Literary Heritage”.
ნოემბერი 28, 2024
06:09 PM
ტრენინგი ელექტრონულ ბაზებსა და სამეცნიერო სიახლეებზე
27 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ლიცენზირებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზების წვდომა და სამეცნიერო სიახლეები მკვლევარებისთვის“, რომელსაც საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორი მარიკა ჟორჟოლიანი უძღვებოდა.