მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენცია „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2019 წლის 1-5 აპრილს ქ. თბილისში წარმატებით ჩატარდა „მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენცია „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“.
უნივერსიტეტებთან ერთად სკოლა კონფერენციას 5 დღის განმალობაში უმასპინძლეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა ( NCDC).
ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოში ბიოტექნოლოგიისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობას. სკოლა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებში მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა, რომლებმაც წარმოადგინეს ბიოტექნოლოგიის დარგში მიმდინარე ინოვაციური კვლევის შედეგები და თანამედროვე მიღწევები კვების, ჯანდაცვის, აგრარული და გარემოს დაცვის ბიოტექნოლოგიების მიმართულებებით, მათ შორის: პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), პასტერის ინსტიტუტი (საფრანგეთი), მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი), სალონიკის უნივერსიტეტი (საბერძნეთი), ტერამოს უნივერსიტეტი (იტალია), სენტ იშვანტის უნივერსიტეტი (უნგრეთი), ართვინის უნივერსიტეტი (თურქეთი), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა.
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ქართველ და უცხოელ სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაერღმავებინათ ცოდნა ინოვაციური ბიოტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პრაქტიკული გამოყენების ასპექტებისა და პერსპექტივების შესახებ და ადგილზე გაცნობოდნენ თანამედროვე ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევებს.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სტუდენტური სესია, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებმა წარმოადგენეს საკუთარი კვლევების შედეგები, მოისმინეს მეცნიერთა შეფასებები, უპასუხეს კითხვებს და ჩაერთვნენ სამეცნიერო დისკუსიაში.
კონფერენციის მასალები გამოიცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ქართულ და ინგლისურ ენებზე.
დასკვნით ეტაპზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც, როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მონაწილეებმა ისაუბრეს ღონისძიების შედეგებზე, მის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.



























































