• dateმარტი 19, 2026
    time09:00 AM

    მასტერკლასი: კარიერული განვითარების მარკეტინგული სტრატეგიები

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის/სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა მასტერკლასი თემაზე: „კარიერული განვითარების მარკეტინგული სტრატეგიები“, რომელსაც უძღვებოდა მარკეტოლოგი და მომხმარებლის ქცევის მკვლევარი ნატა წერეთელი. 

    შეხვედრის ფარგლებში სპიკერმა განიხილა თანამედროვე კარიერული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა - პერსონალური მარკეტინგი, როგორც პროფესიული წარმატების მიღწევის სტრატეგიული ინსტრუმენტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „იკიგაის“ ტექნიკას, რომელიც ინდივიდის ინტერესების, უნარების, ღირებულებებისა და შრომითი ბაზრის მოთხოვნების გადაკვეთის საფუძველზე პროფესიული თვითგამორკვევის ეფექტიან მოდელს წარმოადგენს.

    მასტერკლასის მიმდინარეობისას ნატა წერეთელმა ისაუბრა პოზიციონირების მნიშვნელობაზე, როგორც პროცესზე, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდის პროფესიული იდენტობის მკაფიოდ ჩამოყალიბებასა და მის სწორად წარმოდგენას მიზნობრივ აუდიტორიასთან. ასევე განიხილა უნიკალურობის ფორმირების პრინციპები, რაც ხელს უწყობს კონკურენტულ გარემოში გამორჩეული პროფესიული იმიჯის შექმნას.

    შეხვედრა მოიცავდა პრაქტიკულ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება ინდივიდუალური უნარებისა და აკადემიური გამოცდილების ეფექტურად წარმოჩენა, თვითპოზიციონირების თანამედროვე მოდელების გამოყენება და პროფესიული რეპუტაციის მართვა. მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა კარიერული განვითარების გრძელვადიანი დაგეგმვისა და საკუთარი შესაძლებლობების მიზნობრივად გამოყენების შესახებ.

    მასტერკლასი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა, რომელიც მათ დაეხმარება გააცნობიერონ საკუთარი პროფესიული პოტენციალი და ჩამოაყალიბონ კონკურენტუნარიანი კარიერული სტრატეგია.
     

    სხვა სიახლეები