მაკა ბულეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
22 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მაკა ბულეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „ეპიდემიების გავლენა გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია, ოფიციალური რეცენზენტები - ისტორიის დოქტორი, პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით კუხალაშვილი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი მოდებაძე.
ნაშრომის ოფიციალური ექსპერტებია - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორიოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა და გეოგრაფიის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე.
სადისერტაციო ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაკა ბულეიშვილს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
სხვა სიახლეები
ივნისი 23, 2026
02:00 PM
თამარ თაგვაძის დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 7 ივლისს, 15:00 საათზე, მულტიმედია ცენტრის პანორამაში (პირველი კორპუსის მე-10 სართული) შედგება მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ თამარ თაგვაძის დისერტაციის ქართული ემიგრანტული პრესის სათავეებთან - გაზეთი „საქართველო“ საჯარო დაცვა.
ივნისი 23, 2026
10:00 AM
საჯარო შეხვედრა თემაზე - „მედიაწიგნიერება“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე - „მედიაწიგნიერება“.
ივნისი 22, 2026
01:00 PM
CIU-ს სტუდენტი სემესტრული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თურქეთში სწავლას აგრძელებს
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სემესტრული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ანუკი უშარიძე თურქეთში, უსქუდარის უნივერსიტეტში სწავლას აგრძელებს.






