• dateივნისი 22, 2026
    time01:00 PM

    CIU-ს სტუდენტი სემესტრული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თურქეთში სწავლას აგრძელებს

    banner

    2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სემესტრული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ანუკი უშარიძე თურქეთში, უსქუდარის უნივერსიტეტში სწავლას აგრძელებს. 
    საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილება, გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და გაეცნონ სწავლების თანამედროვე მეთოდებს მრავალკულტურულ გარემოში.

    გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ანუკი უშარიძე მედიცინის მიმართულების სასწავლო კურსებს ეუფლება, აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტის აკადემიურ და სტუდენტურ ცხოვრებაში და იძენს მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც ხელს შეუწყობს მის პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ანუკი უშარიძეს წარმატებებს უსურვებს და იმედოვნებს, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მის მომავალ პროფესიულ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

    სხვა სიახლეები