ლევან მესხორაძის საჯარო ლექცია
18 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში“.
ლექციას ევროპის საბჭოს ექსპერტი, „აგვისტოს ომის" საქმეზე საქართველოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში, ლევან მესხორაძე უძღვებოდა.
სპიკერმა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით განიხილა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე და დასრულებული საქმეები. ისაუბრა ევროპის საბჭოს როლზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტებზე.
საჯარო ლექციას სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ივნისი 05, 2026
03:10 PM
WinExpo 2026
5 ივნისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლურული სასმელების მე-18 საერთაშორისო გამოფენა - WinExpo 2026 - გაიხსნა.
ივნისი 05, 2026
03:00 PM
FAO-ს წარმომადგენლების შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე
4 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა უმასპინძლა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებს, რომლებმაც სტუდენტებისა და დარგით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.
ივნისი 05, 2026
02:00 PM
ვახტანგ წივწივაძე ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლით დაჯილდოვდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, ვახტანგ წივწივაძე, ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლითა და მადლიერების დიპლომით დაჯილდოვდა. საზეიმო ცერემონია 3 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გამოჩენილი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე გაიმართა.