• dateმაისი 05, 2023
    time11:04 PM

    ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია

    5 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორისა და ფილოლოგის, ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: “ჭეშმარიტების თანამედროვე კრიზისი და პოსტ-ჭეშმარიტების სამყარო”.

    შეხვედრაზე სპიკერმა პლატონის, არისტოტელეს, დეკარტეს, კანტის, ჰეგელის, ნიცშეს, ავგუსტინეს და სხვა ფილოსოფოსების მაგალითზე განიხილა ჭეშმარიტების არსი, იდეა და კონცეფცია.

    განიხილა:

    • როგორ ვლინდება ჭეშმარიტება ისტორიაში, რელიგიაში, ინსტიტუციებსა და ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებაში;
    • როგორია მისი გაგება თანამედროვე და ანტიკურ სამყაროში;
    • რითი განსხვავდება ჭეშმარიტებისა და პოსტჭეშმარიტების გაგება ერთმანეთისგან.

    შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ხატიძე; სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, თინათინ ერქვანია; უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.

    სხვა სიახლეები