კსუ-ში ,,ინტელექტუალური დუელი“ გაიმართა
17 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებით გაიმართა ,,ინტელექტუალური დუელი", რომელიც აღნიშნული კლუბის ინოვაციას წარმოადგენს. წესების მიხედვით, თამაში შედგება ორი რაუნდისაგან: პირველ რაუნდში - ორი 4 კაციანი გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს, თამაში დასწრებაზეა, თუ ერთმა გუნდმა მეორეს დაასწრო სწორი პასუხი, პლუს ერთი ქულა ემატება, არასწორი პასუხის შემთხვევაში, გუნდს ან მინუს ქულა ეწერება, ან მოთამაშეს სწირავს.
მეორე რაუნდში იმართება ბლიც-ტური, სადაც გუნდებიდან თითო მოთამაშე თამაშობს, მეორე ტურში ისმება ხუთი კითხვა, ხოლო გამარჯვებულია ის გუნდი, რომელსაც ორი ტურის ჯამური მონაცემებით, უფრო მეტი ქულა ექნება მოგროვებული.
17 ნოემბრის ინტელექტუალურ დუელში, მონაწილეობდა 8 გუნდი, რომელიც როგორც კსუ-ს ასევე, სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებითა და სხვა მონაწილეებით იყო დაკომპლექტებული.
ტურნირის განმავლობაში გაიმართა, მეოთხედფინალური, ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები. ფინალში გუნდმა აკებანო - ჯერონიმო 6-3 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. (გამარჯვებული გუნდის წევრები: ბექა ხოჯავა, შანშე ქექაძე, შალვა ჩიკვილაძე, ბაჩი კაკაბაძე).
გამარჯვებულები ინტელექტკლუბისგან ფულადი პრიზით დასაჩუქრდნენ.
სხვა სიახლეები
აპრილი 29, 2026
08:00 AM
ვიზასთან დაკავშირებულ საკითხებზე Zoom შეხვედრა სტუდენტებთან
იმ პირთა საყურადღებოდ, ვისაც გადახდილი აქვს სწავლის საფასური, მაგრამ, ირანში არსებული მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს ირანში მდებარე საქართველოს საელჩოში ჩასვლას და სავიზო მხარდაჭერის მიღებას...
აპრილი 28, 2026
02:00 PM
CIU-ს მასტერკლასები პედაგოგებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა და CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით გვეტაძემ ზუგდიდში, ბათუმსა და ქობულეთში კერძო და საჯაროს სკოლების პედაგოგებისთვის მასტერკლასები გამართეს.
აპრილი 28, 2026
02:00 PM
საინფორმაციო შეხვედრა - „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ოფისი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროგრამა „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა აკადემიური პერსონალისთვის ევროპული საგრანტო შესაძლებლობებისა და კვლევითი პროექტების დაფინანსების მექანიზმების გაცნობას.