საინფორმაციო შეხვედრა - „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ოფისი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროგრამა „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა აკადემიური პერსონალისთვის ევროპული საგრანტო შესაძლებლობებისა და კვლევითი პროექტების დაფინანსების მექანიზმების გაცნობას.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სესილი გოგიბერიძე. სიტყვით გამოსვლისას მათ ხაზი გაუსვეს უნივერსიტეტსა და ეროვნულ ოფისს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
აუდიტორიის წინაშე წარდგა „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლევან ხეცურიანი, რომელმაც ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
შეხვედრის სამუშაო ნაწილი დაეთმო პრაქტიკული საკითხების განხილვას, რაც მოიცავდა: დაფინანსების ზოგად პრინციპებსა და პირობებს; საგრანტო ხელშეკრულებების მოდელების ანალიზს; ბიუჯეტირების სპეციფიკასა და ფინანსურ მართვას.
მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, თეონა მაისურაძემ, ვრცლად ისაუბრა პოსტსადოქტორო კვლევების, სადოქტორო ქსელებისა და ერთობლივი სადოქტორო პროგრამების მიმართულებაზე, სესიის დასკვნით ნაწილში კი, მონაწილეობის გაფართოებისა და ევროპული კვლევითი სივრცის გაძლიერების მიმართულების კოორდინატორმა, ნინო როდონაიამ, დამსწრე საზოგადოებას WIDERA-ს (Widening, ERA) 2026 წლის კონკურსები გააცნო.
საინფორმაციო შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
სხვა სიახლეები
აპრილი 29, 2026
08:00 AM
ვიზასთან დაკავშირებულ საკითხებზე Zoom შეხვედრა სტუდენტებთან
იმ პირთა საყურადღებოდ, ვისაც გადახდილი აქვს სწავლის საფასური, მაგრამ, ირანში არსებული მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს ირანში მდებარე საქართველოს საელჩოში ჩასვლას და სავიზო მხარდაჭერის მიღებას...
აპრილი 28, 2026
02:00 PM
CIU-ს მასტერკლასები პედაგოგებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა და CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით გვეტაძემ ზუგდიდში, ბათუმსა და ქობულეთში კერძო და საჯაროს სკოლების პედაგოგებისთვის მასტერკლასები გამართეს.
აპრილი 28, 2026
10:00 AM
საჯარო დაცვა
2026 წლის 5 მაისს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის 305 აუდიტორიაში შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გიგა გოგუას საჯარო დაცვა თემაზე: სამხედრო ტექნოლოგიური რევოლუცია და მისი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე პოსტბიპოლარულ პერიოდში









