კონფერენცია - „გააზიარე გამოცდილება: იშვიათი შემთხვევები პედიატრიაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა რიგით მესამე კონფერენცია - „გააზიარე გამოცდილება: იშვიათი შემთხვევები პედიატრიაში“. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 23 იშვიათი და საინტერესო კლინიკური შემთხვევა.
ღონისძიებამ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები და პედიატრები გააერთიანა, რაც პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და კლინიკურ პრაქტიკაში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.
კონფერენცია აკრედიტებული იყო უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში, ხოლო მსმენელებს 6 კრედიტ-ქულა მიენიჭათ.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ღონისძიების ორგანიზატორი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე ყიფიანი.
სხვა სიახლეები
ივნისი 22, 2026
10:20 AM
CIU-ს სტუდენტებისა და პერსონალისთვის Web of Science-ის სამეცნიერო ბაზები ხელმისაწვდომია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო და კვლევითი მიმართულების განვითარების გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს. ERIC-GE პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტს წვდომა მიენიჭა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ავტორიტეტულ სამეცნიერო ბაზაზე - Web of Science.
ივნისი 22, 2026
08:00 AM
კონკურსის შედეგები
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა სწავლის სფერო - მედიცინა საბაზისო მედიცინა
ივნისი 19, 2026
03:00 PM
CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია და სერტიფიკატები გადაეცათ
19 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია და სერტიფიკატები გადაეცათ.







