CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია და სერტიფიკატები გადაეცათ
19 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია და სერტიფიკატები გადაეცათ.
კონკურსში მონაწილეები ტრადიციულად რამდენიმე კრიტერიუმით შეირჩნენ: მაღალი აკადემიური მოსწრება, სამოტივაციო წერილი და კერძო სამართლის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა. ჟიურის გადაწყვეტილებით, საადვოკატო ბიუროს სახელობითი სტიპენდიის მფლობელები გახდნენ: მარიამ მოსულიშვილი; დათო ირემაძე; თემურ ბიხანაშვილი და რაია ფოლად კიზი.
ღონისძიების დაწყებამდე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ხატიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა როინ მიგრიაულს მრავალწლიანი მხარდაჭერისა და სტუდენტებისთვის შექმნილი ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის. მან ხაზი გაუსვა უნივერსიტეტისა და საადვოკატო ბიუროს პარტნიორობის როლს მომავალი იურისტების პროფესიულ ზრდაში.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა, გურამ ლილუაშვილმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამსახურის უმთავრეს პრიორიტეტს სტუდენტთა პროფესიული წინსვლისა და პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, მსგავსი ფორმატის სახელობითი სტიპენდიები კი საუკეთესო სტიმულია მომავალი იურისტებისთვის. მან ასევე მადლობა გადაუხადა საადვოკატო ბიუროს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და განაცხადა, რომ უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც სტუდენტებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში რეალიზებაში დაეხმარება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საადვოკატო ბიუროს „მიგრიაული და პარტნიორები“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პროექტი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ხორციელდება და მიზნად ისახავს ნიჭიერი სტუდენტების წახალისებასა და კარიერულ ხელშეწყობას.
სხვა სიახლეები
ივნისი 22, 2026
10:20 AM
CIU-ს სტუდენტებისა და პერსონალისთვის Web of Science-ის სამეცნიერო ბაზები ხელმისაწვდომია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო და კვლევითი მიმართულების განვითარების გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს. ERIC-GE პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტს წვდომა მიენიჭა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ავტორიტეტულ სამეცნიერო ბაზაზე - Web of Science.
ივნისი 22, 2026
10:00 AM
კონფერენცია - „გააზიარე გამოცდილება: იშვიათი შემთხვევები პედიატრიაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა რიგით მესამე კონფერენცია - „გააზიარე გამოცდილება: იშვიათი შემთხვევები პედიატრიაში“. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 23 იშვიათი და საინტერესო კლინიკური შემთხვევა.
ივნისი 22, 2026
08:00 AM
კონკურსის შედეგები
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა სწავლის სფერო - მედიცინა საბაზისო მედიცინა




