კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორენოვანი ონლაინ ჟურნალი დაარსა

„საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში”- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორენოვანი (ქართული და ინგლისური) ონლაინ ჟურნალი დაარსა.
ჟურნალის მიზანია, ორიგინალური სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებით, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ კვლევით სტანდარტებს და ქმნიან ახალ ცოდნას ან/და საკითხს წარმოაჩენენ ახლებური ხედვით, ხელი შეუწყოს აკადემიურ კვლევებსა და საქმიანობას.
სტატიების გამოქვეყნების ხარჯებს სრულად აფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჟურნალში ქვეყნდება ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, მედიის და საერთაშორისო ურთიერთობების ნებისმიერი მიმართულების სტატიები. ასევე, შესაძლებელია ინტერდისციპლინური კვლევების გამოყენება, რომლებიც ეხება ზემოაღნიშნული დარგებიდან ერთ-ერთს მაინც. სტატიები უნდა იყოს ემპირიული/თეორიული კვლევის შედეგები ან შემთხვევის ანალიზი (case study).
წელიწადში ორჯერ, დეკემბერსა და ივნისში გამოვა. ავტორს სტატიის გამოგზავნა წლის ნებისმიერ დროს შეუძლია. სტატიის გამოქვეყნების შესახებ თანხმობა ცნობილი იქნება მიღებიდან 3-6 თვეში.
დეტალური ინფორმაცია ჟურნალის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-საიტზე: journal.ciu.edu.ge
შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ijss@ciu.edu.ge
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.