• dateმარტი 29, 2022
    time02:10 PM

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ორთვიან სტაჟირებას CIU-ს სტუდენტებისთვის

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ორთვიან სტაჟირებას CIU-ს სტუდენტებისთვის. სტაჟირების პროგრამა ხორციელდება სტუდენტთა კარიერული და პროფესიული უნარების განვითარების მიზნით. სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები ჩაერთვებიან CIU-ს ბიბლიოთეკის ყოველდღიურ საქმიანობაში, პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.

    ძირითადი მოვალეობები:

    · მომხმარებელთა მომსახურება ბიბლიოთეკის ფონდებით, კატალოგებით,

    ელექტრონული და ბიბლიოთეკაში დაცული სხვა მასალებით;

    · ბიბლიოთეკის მომხმარებელთა რეგისტრაცია;

    · მომხმარებელთა მომსახურება (მოთხოვნის მიღება, მოძიება, გადაცემა, აღრიცხვა,

    ჩაბარება);

    · სამკითხველო დარბაზში მომხმარებელთა მომსახურება და სათანადო წესრიგის

    უზრუნველყოფა.

    ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    · კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი;

    · სახელმწიფო ენის ცოდნა;

    · MS Office პროგრამების ფლობა;

    · ინგლისური ენის არანაკლებ B1 დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

     

    სამუშაო განრიგი: შეთანხმებით

    ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

    სტაჟირების ხანგრძლივობა 2 თვე – 2022 წლის 11 აპრილიდან 11 ივნისის ჩათვლით.

     

    კონკურსის ეტაპები:

    CV-ის და სამოტივაციო წერილის გადარჩევა;

    გასაუბრება.

    მნიშვნელოვანი ვადები:

    6 აპრილი - შესარჩევი ეტაპის დასრულება;

    11 აპრილი - სტაჟირების პროგრამის დაწყება;

    დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: career@ciu.edu.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ: „ბიბლიოთეკა“.

    სააპლიკაციო დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 3 აპრილი, 18:00 საათი.

    აღნიშნულ პროგრამას ადმინისტრირებას გაუწევს კარიერული განვითარების სამსახური და პერსონალის მართვის სამსახური.

     

     

    სხვა სიახლეები