„ქართული ლიტერატურა 90 წუთში. გლობალური და ლოკალური“ - პროექტის პრეზენტაცია
25 ივლისს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ფილმების ციკლის - „ქართული ლიტერატურა 90 წუთში. გლობალური და ლოკალური“ - პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა, კომპარტივისტული ლიტერატურის ქართულ ასოციაციასა და თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მოამზადა.
პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი მწერლებისა და მათი საერთაშორისო ღვაწლის წარდგენას მსოფლიო საზოგადოებისთვის, 9 ფილმისგან შედგება.
ფილმები მოგვითხრობს ავტორებზე, რომლებმაც ქართული ლიტერატურა მსოფლიო კულტურის უდიდეს საგანძურად აქციეს:
- შოთა რუსთაველი და ქართული მწერლობის ადგილი შუა საუკუნეების მწერლობაში;
- ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი „მერანი“ მსოფლიო რომანტიკული პოეზიის ორბიტაზე;
- ილია ჭავჭავაძე - ქართული მწერლობის ბრძოლა სახელმწიფოებრიობისა და მოქალაქეობრივი ცნობიერებისათვის;
- ვაჟა-ფშაველა და კოსმოპოლიტიზმის ქართული თეორია;
- გალაკტიონ ტაბიძის „არტისტული ყვავილები“ და შარლ ბოდლერის „ბოროტების ყვავილები“;
- ტფილისი - ავანგარდული ქალაქი;
- მიხეილ ჯავახიშვილი - საბჭოური ნარატივის ალტერნატივა ქართულ მწერლობაში;
- ანა კალანდაძე - ქალი-პოეტი და ესთეტიკური ჩარჩოების განახლება;
- ირაკლი ჩარკვიანი და „მშვიდი ცურვა“ პოსტმოდერნისტული ნარატივისკენ.
პროექტის ხელმძღვანელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტი - ირმა რატიანი, მიმართულების პროდიუსერი კი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - ნინო ჭალაგანიძე.
იხილეთ ფილმების ქართული და ინგლისურენოვანი ვერსიები ქვემოთ მითითებულ ბმულებზე:
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
01:00 PM
კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“
9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო რუმსში, ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის იყო განკუთვნილი.
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.