ქართული დიპლომატიის კვირეული - მირანდა მიქაძის ლექცია
7 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის / უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის მიერ ორგანიზებული „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ დასკვნითი ლექცია პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს, კონფლიქტოლოგს, CIU-ს ასისტენტ-პროფესორ მირანდა მიქაძეს დაეთმო თემაზე: „კონფლიქტების ტიპები და მათი მოგვარების გზები“.
შეხვედრა მიზნად ისახავდა, თეორიისა და პრაქტიკის სინთეზს, იმიტირებულ მოლაპარაკებებში აუდიტორიის ჩართვას, კონფლიქტების ტიპების გაგებასა და მათი მოგვარების ეფექტური სტრატეგიების შესწავლას. ასევე, ღონისძიება ფოკუსირებული იყო პრაქტიკულ სწავლებაზე, სიმულაციურ მოდელირებასა და როლურ თამაშებზე, რომლებმაც სტუდენტებში გააუმჯობესა დიპლომატიური უნარები კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით.
ლექციის დაწყებამდე სპიკერსა და აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი მარიამ ჯაჭვაძე.
ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს „ქართული დიპლომატიის კვირეულს“, სადაც დიპლომატები და დარგის ექსპერტები უძღვებიან სხვადასხვა პროფესიულ აქტივობას, სტუდენტები კი დიპლომატისთვის აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას იღებენ.
სხვა სიახლეები
აპრილი 01, 2026
01:30 PM
ლექცია: „საქართველო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“
1 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „საქართველო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“. მოწვეულმა სპიკერმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი მაღლაკელიძემ, აუდიტორიას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში გლობალური ფინანსური მოთამაშეების როლი გააცნო.
აპრილი 01, 2026
11:00 AM
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია; ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.
აპრილი 01, 2026
09:00 AM
CIU-ს შეთავაზება აბიტურიენტებს
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული აბიტურიენტები შეთავაზებათა მრავალფეროვანი პაკეტით ისარგებლებენ.






















