ინფორმაცია განცხადებების ონლაინ მიღებასთან დაკავშირებით
ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გატარების მიზნით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტთა განცხადებების მიღების ორგანიზება, სტუდენტთა ცნობებზე განაცხადის მიღება, მომზადებული ცნობების გაცემა განხორციელდება ელექტრონულად ონლაინ რეჟიმში.
1. სტუდენტთა ყველა სახის განცხადების მისაღებად აუცილებელია სტუდენტმა სასწავლო პროცესის მართვის სისტემა "გონის" პირადი გვერდიდან აირჩიოს მართვის ბლოკში განთავსებული ბმული - განცხადება.
აღნიშნულ ბმულში შესვლისას მას გამოუჩნდება მარჯვენა ზედა კუთხეში ღილაკი - განხადების დამატება, რომლის გახსნის შემთხვევაშიც გამოჩნდება ფანჯარა "აირჩიე შაბლონი", სადაც სტუდენტს შეუძლია აირჩიოს თავისუფალი ბლანკი, რომელშიც ჩაწერს მისთვის სასურველ მოთხოვნას. თუ სტუდენტის განცხადებას ერთვის რაიმე სახის დოკუმენტი, შეუძლია მის დასამატებლად ისარგებლოს განცხადების ბლანკის ქვედა ნაწილში განთავსებული ღილაკით - ფაილის დამატება. სტუდენტი, განცხადების დასრულების შემდეგ აწვება ღილაკს - ხელმოწერა და გადაგზავნა, რითაც სრულდება განცხადების გაგზავნის პროცედურა.
სტუდენტთა მომსახურების სამსახური ვალდებულულია განცხადების პასუხზე სტუდენტის ინფორმირება უზრუნველყოს სასწავლო პროცესის მართვის სისტემის - "გონი" მეშვეობით 48 საათის ვადაში;
2. სტუდენტის სტანდარტული ცნობა, ფორმა #26 და სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ცნობის შესახებ განაცხადი მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - service115@ciu.edu.ge;
სტუდენტი ვალდებულია აღნიშნულ მისამართზე გადმოგზავნოს განაცხადი ცნობის მომზადების შესახებ შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
- ცნობის კატეგორიის დასახელება (სტატუსის შესახებ, ფორმა N26, კურსდამთავრებული და ა.შ.);
- ცნობის ენა (ქართული, ინგლისური);
- ფორმა N 26- ის მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებლად მიუთითოს კომისარიატის სრული დასახელება;
- არასრულყოფილად შევსებული განაცხადის შემთხვევაში ცნობა არ დამზადდება;
- სტუდენტი ცნობას მიიღებს ელექტრონულად ერთი სამუშაო დღის ვადაში.
მისაღები განცხადებების სახეობები - PDF
სხვა სიახლეები
მაისი 22, 2026
02:00 PM
საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ცხადდება საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი.
მაისი 22, 2026
12:00 PM
CIU-ს სამი წლის ვადით ოთხი პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2026 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ოთხი პროგრამის განხორციელების უფლება სამი წლის ვადით. კერძოდ
მაისი 22, 2026
10:40 AM
„სტიპენდიით დაწყებული სტარტაპი“ - შეხვედრა ბიზნესინკუბატორში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესინკუბატორმა ინსპირაციულ შეხვედრას უმასპინძლა თემაზე: „სტიპენდიით დაწყებული სტარტაპი“. ღონისძიება, რომელსაც სტარტაპერი და მარკეტერი მარიამ ჭანკოტაძე უძღვებოდა, მიზნად ისახავდა სტუდენტებში სამეწარმეო სულისკვეთების გაღვივებასა და იმის ჩვენებას, რომ დიდი იდეების რეალიზება მცირე ფინანსური რესურსითაც არის შესაძლებელი.