• dateაპრილი 06, 2017
    time08:00 AM

    გრეგორი ჯუსდანისის ლექცია

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული დეპარტამენტისა და მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს ინიციატივითა და ორგანიზებით, კსუ-ს ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების პროფესორი გრეგორი ჯუსდანისი ესტუმრა.

    პროფესორმა სტუდენტებს ლექცია - ,,ემპათია, ლიტერატურა, ურთიერთგაგება - ლიტერატურის როლი არაძალადობასა და სამშვიდობო პროცესებში - ჩაუტარა.

    გრეგორი ჯუსდანისმა, თანამედროვე სამყაროში, სხვა ზუსტი მეცნიერებებისგან განსხვავებით, ჰუმანიტარული მეცნიერებების როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ბოლო პერიოდის ტენდენციაზე გაამახვილა, რამაც ელექტრონული მოწყობილობების მომრავლების ხარჯზე, მკითხველის რაოდენობის შემცირება გამოიწვია.

    პროფესორმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საკუთარი წიგნიც უსახსოვრა და სტუდენტებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

    სხვა სიახლეები