გამოიცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „სამეცნიერო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ IJSS-ის 2026 წლის პირველი ნომერი.
ჟურნალი (E-ISSN 2720-8036) 2021 წლიდან გამოდის წელიწადში ორჯერ. ჟურნალი არის რეფერირებადი ქართულ-ინგლისურენოვანი გამოცემა ორმაგი ანონიმური რეცენზირებით და ღია წვდომით. ჟურნალი ინდექსირებულია ERIH PLUS - ის და Index Copernicus - ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში.
ჟურნალის მიზანია ხელი შეუწყოს აკადემიური კვლევებს ორიგინალური სტატიების გამოქვეყნებით.
გთავაზობთ გამოქვეყნებული სტატიების ჩამოთვალს:
- მარიამ მირესაშვილი - საბჭოური რეალობის, როგორც კოლექტიური ტრავმის ინსპირაციის, ლიტერატურული რეფლექსია (ოთარ ჩხეიძის „გამოცხადებაი“)
- ნათია გეგელაშვილი - სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს უმაღლესი განათლების მაგალითზე
- მარიამ ხაჟომია - აშშ-ის მხარდაჭერა ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში
- იოსებ მამასახლისი, დათო ტაბატაძე - ვესტფალიური სახელმწიფოს კრიზისი და პოსტვესტფალიური კორპორატოკრატია
- თენგიზ ვერულავა, ანა ჩხეიძე - ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული მიდგომები ჰოსპიტალურ სექტორში
- სოფიო გაბელაია - სექტორული პოლიტიკის გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე (საქართველოს მაგალითზე)
- ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ჯ. აკერის ბრენდის პიროვნების სკალის (BPS) კრიტიკული ანალიზი და მისი განახლების პერსპექტივები
- ნატო გუგავა, ნინო ვასაძე - მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათი ეფექტიანობა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
- გვანცა ჭანტურია, ლია კალინიკოვა-მაგნუსონ, კახაბერ კორძაია, ხატია ხატიაშვილი - ხელმისაწვდომობიდან ინკლუზიამდე: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმაღლესი განათლების ევოლუცია პოსტსაბჭოთა საქართველოში
- ქეთევან ცინცაძე - მესამე პირები ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში
- დავით სიხარულიძე, კახაბერ ლაზარაშვილი, ვასილ კიკუტაძე, თამთა ლეკიშვილი, ელენე ზურაბიშვილი - კვლევის ინტერნაციონალიზაციის პროცესი საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში და მისი გავლენა სამეცნიერო პროდუქტიულობაზე
- გურანდა მისაბიშვილი - სამკვიდროს მიღების სამართლებრივი რეგულირება
- დოდო კარანაძე, ინგა დოლიძე - მოკლევადიანი ინტერდისციპლინური კოლაბორაციული სწავლება მიზნობრივი ინგლისურის კონტექსტში: მიკრო-ექსპლორაციული კვლევა
- ნინო ქიტოშვილი, თათია უნნერმარკ - ემიგრანტი მშობლების შვილები; ფსიქო-სოციალური კეთილდღეობა ასაკობრივ და გენდერულ ჭრილში
- მარიამ ელიაძე - რუსეთის ,,თანამემამულეთა დაცვის პოლიტიკა“ პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველოს მაგალითი
- ნინო ჯოლია - ციფრული ფულის სამართლებრივი რეგულირება: საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მოდელი
- გიული გიგუაშვილი, გიორგი მთვარელიძე, მარიამ სადაღაშვილი - თანამედროვე ბიზნესის მართვის სტრატეგიები: ციფრული მარკეტინგის ტენდენციები და საქართველოში არსებული პრაქტიკის ანალიზი