• dateდეკემბერი 24, 2018
    time06:41 PM

    FRESHER PARTY - ინდოელი სტუდენტებისთვის

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებში რექტორის მრჩევლის - დარისპან პრაშერის ინიციატივით, “Club 22-შისხვადასხვა კურსის 85-მდე ინდოელი სტუდენტისათვის, კულტურული ხასიათის ღონისძიება - “Fresher party” - ჩატარდა.

    ამ ტიპის შეკრება საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რომლის დროსაც, სტუდენტები არაფორმალურ გარემოში იკრიბებიან, უფროსსემესტრელები - პირველკურსელებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და ერთმანეთს მუსიკალურ თუ საცეკვაო ნომრებს უჩვენებენ.

    შემოდგომა-ზამთრის სემესტრის მიწურულს, 22 დეკემბერს გამართული ღონისძიებაც, ამ ფორმატით ჩატარდა. “Fresher party”- ორგანიზატორმა - დარისპან პრაშერმა, ღონისძიების თითოეულ მონაწილეს, გამოსვლა და დამსწრე აუდიტორიის წინაშე თავის წარსდგენა სთხოვა. ოფიციალური ნაწილის შემდგომ, სტუდენტებმა საკუთარი ნიჭი და ტალანტი - მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით, ჟიურის წინაშე გამოავლინეს.

    ღონისძიების დასკვნით ნაწილში, საპატიო ჟიურიმ (მერიკო კარტოზია - Post tv-ის ჟურნალისტი, ზურაბ კაჭკაჭიშვილი - საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით . ნიუ დელიში) და ხათუნა მზექალაშვილი - მეტაფიზიკოსი/spiritual Teacher, life coach, არტ თერაპევტი) „მისტერდამისპირველკურსელი - (Fresher) გამოავლინა.

    ღონისძიებაზე მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე Ms / Mr Talant ნომინაციის გამარჯვებულებიც გამოავლინეს.

    შეგახსენებთ, რომ ღონისძიება სხვადასხვაკურსის ინდოელი სტუდენტების გაცნობას, დაახლოვებასა და ქვეყანაში მათ გამარტივებულ ადაპტაციას ისახავდა მიზნად. კულტურული ხასიათის ღონისძიება, კსუ- ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

    სხვა სიახლეები