საველე სიმულაციური სწავლება CIU-ში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ორგანიზებით საველე სიმულაციური სწავლება ჩატარდა, რომელშიც ინგლისურენოვანი პროგრამის 50 სტუდენტი მონაწილეობდა.
სწავლება წინასწარ შემუშავებულ კლინიკურ სცენარებს ეფუძნებოდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში უმოკლეს დროში უნდა გაეწიათ იმიტირებული დაზარალებულებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარება.
აქტივობის მიზანი იყო სტუდენტებში გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული უნარების, კლინიკური გადაწყვეტილების მიღების, ეფექტური გუნდური მუშაობისა და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და სწორი რეაგირების უნარის განვითარება.
საველე სიმულაციურმა სწავლებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, უსაფრთხო სასწავლო გარემოში პრაქტიკულად გამოეყენებინათ მიღებული თეორიული ცოდნა და კიდევ უფრო განევითარებინათ პროფესიული კომპეტენციები, რომლებიც აუცილებელია მომავალი სამედიცინო პრაქტიკისთვის.
სხვა სიახლეები
ივლისი 24, 2026
09:28 AM
ნათია ფოფხაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
23 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ნათია ფოფხაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „ტრადიციული მედიის ახალი დღის წესრიგი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ციფრული პორტფოლიო“.
ივლისი 23, 2026
02:00 PM
ქეთევან ცინცაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
22 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ქეთევან ცინცაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „მესამე პირები ადმინისტრაციულ პროცესსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში“.
ივლისი 23, 2026
08:00 AM
მობილობა CIU-ში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:




