საველე სიმულაციური სწავლება CIU-ში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ორგანიზებით საველე სიმულაციური სწავლება ჩატარდა, რომელშიც ინგლისურენოვანი პროგრამის 50 სტუდენტი მონაწილეობდა.
სწავლება წინასწარ შემუშავებულ კლინიკურ სცენარებს ეფუძნებოდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში უმოკლეს დროში უნდა გაეწიათ იმიტირებული დაზარალებულებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარება.
აქტივობის მიზანი იყო სტუდენტებში გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული უნარების, კლინიკური გადაწყვეტილების მიღების, ეფექტური გუნდური მუშაობისა და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და სწორი რეაგირების უნარის განვითარება.
საველე სიმულაციურმა სწავლებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, უსაფრთხო სასწავლო გარემოში პრაქტიკულად გამოეყენებინათ მიღებული თეორიული ცოდნა და კიდევ უფრო განევითარებინათ პროფესიული კომპეტენციები, რომლებიც აუცილებელია მომავალი სამედიცინო პრაქტიკისთვის.
სხვა სიახლეები
ივლისი 20, 2026
02:00 PM
ეკატერინე ფიფიას დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 29 ივლისს, 16:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 602-ე აუდიტორიაში, შედგება სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის ეკატერინე ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის „პარტნიორის მიერ შპს-ის წილის მიღება და წილთან დაკავშირებული უფლებამოსილება “ საჯარო დაცვა.
ივლისი 20, 2026
10:00 AM
გიორგი ჯინჭარაძის საჯარო დაცვა
2026 წლის 29 ივლისს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის 305 აუდიტორიაში, შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გიორგი ჯინჭარაძის საჯარო დაცვა თემაზე: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური განვითარების შედარებითი ანალიზი.
ივლისი 17, 2026
03:00 PM
CIU-ს დელეგაცია საერთაშორისო ფორუმზე პოლონეთში
10-13 ივნისს, პოლონეთის რესპუბლიკაში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) აკადემიური დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს რჟეშოვის უნივერსიტეტში გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში და პოლონელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.




