• dateივლისი 17, 2026
    time03:00 PM

    CIU-ს დელეგაცია საერთაშორისო ფორუმზე პოლონეთში

    banner

    10-13 ივნისს, პოლონეთის რესპუბლიკაში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) აკადემიური დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს რჟეშოვის უნივერსიტეტში გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში და პოლონელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

    სამეცნიერო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ მაისაია; სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამისა და CIU-ს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა და ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ბერაია.

    ვიზიტის მთავარ პლატფორმას ქალაქ რჟეშოვში გამართული „ადამიანის უფლებათა VI საერთაშორისო კონგრესი“ წარმოადგენდა. მასშტაბური სამეცნიერო ღონისძიება რჟეშოვის უნივერსიტეტის, პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროსა და ორგანიზაცია „რეგიონული სრულყოფილების ინიციატივის“ (პოლონეთი) პატრონაჟითა და ორგანიზებით ჩატარდა.

    კონგრესზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მთავარი მომხსენებლების სტატუსით წარდგნენ და საერთაშორისო საზოგადოებას აქტუალურ გლობალურ გამოწვევებზე საკუთარი ნაშრომები გააცნეს.

    სამეცნიერო ფორუმის პარალელურად, CIU-ს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს რჟეშოვის უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, კრჟისტოფ ჟარნასთან.

    შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების გზები. შეთანხმების საფუძველზე დაიგეგმა აქტიური ორმხრივი თანამშრომლობა და ერთობლივი საერთაშორისო კვლევითი პროექტების განხორციელება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესსა და სამეცნიერო პოტენციალის ზრდას.

    სხვა სიახლეები