• dateოქტომბერი 23, 2015
    time08:00 AM

    გაცვლითი პროგრამა პან-ევროპულ უნივერსიტეტში (ბრატისლავა) სლოვაკეთი

    Erasmus+ გაცვლითი პროგრამა პან-ევროპულ უნივერსიტეტში,

    ბრატისლავა (სლოვაკეთი)

    2016 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

     საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 3 ნოემბერი, 2015

     

    კონკურსი ცხადდება შემდეგ გაცვლით პროგრამებზე სტიპენდიების მოსაპოვებლად:

    აკადემიური საფეხური

    სტიპენდიანტების რაოდენობა

    მობილობის ხანგრძლივობა

    აკადემიური მიმართულება

    მაგისტრატურა

    2 სტუდენტი

    4 თვე

    Business and Administration

    Law

    დოქტორანტურა

    2 სტუდენტი

    5 თვე

    Business and Administration

    Law

     

    მობილობის ვადები:

    სტუდენტთა მობილობა უნდა განხორციელდეს 2016 წლის გაზაფხულის სემესტრში       სტიპენდიის ოდენობა:

    • მაგისტრანტებისთვის - 840 ევრო თვეში (4 თვეზე 3.360 ევრო)
    • დოქტორატებისთვის - 822 ევრო თვეში (5 თვეზე 4.110 ევრო)

    კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

    • კონკურსის მიმდინარეობისას სტუდენტი უნდა ირიცხებოდეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შესაბამის საფეხურზე;
    • სტუდენტი უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე.

    სააპლიკაციო დოკუმენტები:

    პასპორტის ასლი;

    ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

    ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);

    ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი დანართითურთ (ასლი);

    EUROPASS CV (ინგლისურ ენაზე);

    სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);

    ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი (TOEFL ან IELTS).

    განაცხადების მიღება:

    სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ciu.edu.ge. კანდიდატებმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ: განაცხადი -პან-ევროპული უნივერსიტეტი

    შერჩევის პროცედურა:

    1. სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა
    2. ინგლისური ენის ტესტირება (B2 დონე)*
    3. გასაუბრება კომისიასთან

    შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

    • აკადემიური მოსწრება
    • ენობრივი კომპეტენცია
    • სამოტივაციო წერილი

    *ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომლებსაც აქვთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (TOEFL ან IELTS).

     

    დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის განვითარების ცენტრს

    ნანა გადელია- +995599800299

    career@ciu.edu.ge

    სხვა სიახლეები