გაცვლითი პროგრამა პან-ევროპულ უნივერსიტეტში (ბრატისლავა) სლოვაკეთი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა პან-ევროპულ უნივერსიტეტში,
ბრატისლავა (სლოვაკეთი)
2016 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 3 ნოემბერი, 2015
კონკურსი ცხადდება შემდეგ გაცვლით პროგრამებზე სტიპენდიების მოსაპოვებლად:
|
აკადემიური საფეხური |
სტიპენდიანტების რაოდენობა |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადემიური მიმართულება |
|
მაგისტრატურა |
2 სტუდენტი |
4 თვე |
Business and Administration Law |
|
დოქტორანტურა |
2 სტუდენტი |
5 თვე |
Business and Administration Law |
მობილობის ვადები:
სტუდენტთა მობილობა უნდა განხორციელდეს 2016 წლის გაზაფხულის სემესტრში სტიპენდიის ოდენობა:
- მაგისტრანტებისთვის - 840 ევრო თვეში (4 თვეზე 3.360 ევრო)
- დოქტორატებისთვის - 822 ევრო თვეში (5 თვეზე 4.110 ევრო)
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- კონკურსის მიმდინარეობისას სტუდენტი უნდა ირიცხებოდეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შესაბამის საფეხურზე;
- სტუდენტი უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
პასპორტის ასლი;
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი დანართითურთ (ასლი);
EUROPASS CV (ინგლისურ ენაზე);
სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი (TOEFL ან IELTS).
განაცხადების მიღება:
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ciu.edu.ge. კანდიდატებმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ: განაცხადი -პან-ევროპული უნივერსიტეტი
შერჩევის პროცედურა:
- სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა
- ინგლისური ენის ტესტირება (B2 დონე)*
- გასაუბრება კომისიასთან
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება
- ენობრივი კომპეტენცია
- სამოტივაციო წერილი
*ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომლებსაც აქვთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (TOEFL ან IELTS).
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის განვითარების ცენტრს
ნანა გადელია- +995599800299
career@ciu.edu.ge
სხვა სიახლეები
დეკემბერი 16, 2025
01:00 PM
CIU “Horizon Europe”-ის გამარჯვებული პროექტის კონსორციუმის შეხვედრაზე ბრიუსელში
ბრიუსელმა პროექტის - „EIT-BEST: EIT Training, Networking and Best Practices Initiative“ - კონსორციუმის წევრების პირველ ოფიციალურ შეხვედრას უმასპინძლა. 9-10 დეკემბერს გამართულ სამუშაო პროცესში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, სესილი გოგიბერიძე მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს პროექტის ხუთი სამუშაო პაკეტი და ჩამოყალიბდა უახლოესი თვეების სამოქმედო სტრატეგია.
დეკემბერი 16, 2025
11:00 AM
თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა
2025 წლის 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305-ე აუდიტორია) შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა თემაზე: კორუფცია და მისი გავლენა პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაზე.
დეკემბერი 12, 2025
01:00 PM
კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“
9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო რუმსში, ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის იყო განკუთვნილი.