• dateსექტემბერი 08, 2025
    time10:45 AM

    გაცვლითი პროგრამა ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში (ჩონამი, სამხრეთ კორეა) CIU-ს სტუდენტებისთვის

    banner

    2026 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში (ჩონამი, სამხრეთ კორეა).

    პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს:

    • ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
    • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
    • სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
    • სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
    • მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
    • ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
    • ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
    • ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამა

    აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება უნივერსიტეტებს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე.

    სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი.
    რაოდენობა: 5 სტუდენტი.
    სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი, 2025 წელი.

    სააპლიკაციო დოკუმენტები (PDF ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge
    აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ – განაცხადი „ჩონამის ეროვნული უნივერსიტეტი“.

    სააპლიკაციო დოკუმენტები:

    • პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
    • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
    • CV (ინგლისურ ენაზე)

    ფინანსური პირობები:
    მონაწილეები ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში გათავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისგან, იხდიან CIU-ში ჩვეულ რეჟიმში.
    ჩონამის ეროვნული უნივერსიტეტი CIU-ს სტუდენტებს სთავაზობს ადგილს საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში სტუდენტთათვის მისაღებ ფასში.

    წარმატებული კონკურსანტებისთვის უნივერსიტეტმა შემოიღო დაფინანსების შემდეგ სქემა:

    წინაპირობა წახალისება
    კონკურსს შედეგების მიხედვით 1 ადგილზე გასვლა + მინ. GPA 3,5 სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + საცხოვრებლის თანადაფინანსება თვეში 100 ევროს ფარგლებში (5თვე) + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU-ში 5 საგნის საფასურის კრედიტულად დაფარვა.
    კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,2 სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა.
    კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,0 სემესტრული სწავლის საფასური + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა.
    კონკურსს შედეგების მიხედვით შერჩეული + მინ. GPA 2,5 პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა.

    დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge.

    გისურვებთ წარმატებებს!

    სხვა სიახლეები