• dateნოემბერი 19, 2020
    time02:39 PM

    გაცვლითი პროგრამა ალკალას უნივერსიტეტში (მადრიდი, ესპანეთი)

    2020-2021 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი ალკალას უნივერსიტეტი (ესპანეთი) აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე.

    პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:

    ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს.

    აკადემიური მობილობის ფარგლებში, უნივერსიტეტებს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე გავლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება მოხდება.

    სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი.

    1 საკონკურსო ადგილი

    განაცხადების მიღება:

    სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge. აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ „ალკალას უნივერსიტეტი“.

    სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა: 23 ნოემბერი, 2020 წელი.

    სააპლიკაციო დოკუმენტები:

    1. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
    2. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
    3. ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
    4. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
    5. CV (ინგლისურ ენაზე).

    დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).

    სხვა სიახლეები