სამედიცინო კორპორაცია ევექსი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“_ს წარმომადგენლები, პერსონალის შერჩევის სპეციალისტები, ნინო პატარაია და თამარ შუბლაძე შეხვდნენ.
პრეზენტაციაზე მომხსენებლებმა კომპანიის შესახებ, ჰოსპიტალების ქსელებზე, უპირატესობებზე, მმართველ კლინიკურ გუნდსა და სტრატეგიაზე ისაუბრეს.
ნინო პატარაიამ და თამარ შუბლაძემ ყურადღება „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“_ს სასწავლო ცენტრზე გაამახვილეს, სადაც კადრების გადამზადება, კონფერენციები და სხვა აქტივობები ხორციელდება.
კომპანიის წარმომადგენლებმა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს სხვადასხვა საავადმყოფოში ანაზღაურებადი სტაჟირება შესთავაზეს, რომლის წარმატებით გავლის შემდგომ ისინი ვაკანტური ადგილის დაკავებას შეძლებენ. სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმაზე თუ რა ეტაპების გავლა მოუწევთ სტაჟირების დასაწყებად.
შეხვედრის ბოლოს „სამედიცინო კორპორაცია ევექსსა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა.
სხვა სიახლეები
ივნისი 12, 2026
01:00 PM
CIU-მ ბალტიის საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლებს უმასპინძლა
8-12 ივნისს, Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბალტიის საერთაშორისო აკადემიის (ლატვია) წარმომადგენლები, პროფესორი არტურ უზბეკოვი და საერთაშორისო სტუდენტების კოორდინატორი, ელენა უზბეკოვა ეწვივნენ. ვიზიტი ერთდროულად ორმხრივ ფორმატს მოიცავდა და მიზნად ისახავდა როგორც აკადემიურ (Staff Mobility for Teaching), ისე ადმინისტრაციულ (Staff Mobility for Training) თანამშრომლობას.
ივნისი 12, 2026
01:00 PM
„ქრისტიანული ერთობის 1700 წელი საქართველოში“ - კონფერენცია
11 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. აღნიშნული ისტორიული თარიღი უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს ქვეყნის სულიერი, კულტურული და სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიაში, რის გამოც 2026 წლის განმავლობაში მის აღსანიშნავად ქვეყნის მასშტაბით არაერთი ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა დაგეგმილი.
ივნისი 12, 2026
10:00 AM
ღია ლექცია - „მსოფლიოს გადანაწილების ქრონიკები“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ღია ლექცია ჩატარდა. ღონისძიება, სახელწოდებით „მსოფლიოს გადანაწილების ქრონიკები“, სასწავლო კურსის - „პროფესიული ინგლისური საერთაშორისო ურთიერთობებისთვის 2“-ის ფარგლებში მოეწყო.