• dateივნისი 19, 2020
    time08:36 PM

    ERASMUS+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამა პოლონეთში

    banner

    ERASMUS+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამა პოლონეთში საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის მაგისტრანტებისთვის.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ოსტროვიეცის ბიზნესისა და მეწარმეობის უნივერსიტეტის (ოსტროვიეცი, პოლონეთი).

    პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კსუ- საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის მესამე სემესტრის სტუდენტებს.

    სწავლის ხანგრძლივობა - 2 თვე (ოქტომბერ-ნოემბერი 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი);

    საკონკურსო ადგილების რაოდენობა - 1;

    დაფინანსება - სრული (მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია ჯამში 1960 ევრო);

    მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 25 ივნისის ჩათვლით ელ.ფოსტის მისამართზე tako.laghidze@ciu.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით).

    • პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
    • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
    • CV (ინგლისურ ენაზე).

    მონაწილეების შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

    • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
    • სოციალური აქტივობები;
    • საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა;
    • ბოლო სემესტრის აკადემიური მიღწევები.

    ინფორმაცია კონკურსის შემდგომი ეტაპების შესახებ მონაწილეებს მიეწოდებათ ელ. ფოსტის მისამართებზე.

     

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

    კსუ- საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი  - თამარ ლაღიძე

    ელ-ფოსტა - tako.laghidze@ciu.edu.ge

    მობ: +995 577 57 73 57

    სხვა სიახლეები