Erasmus+ მობილობის პროგრამა მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის შიაულაის სახელმწიფო კოლეჯში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი შიაულაის სახელმწიფო კოლეჯი (შიაულაი, ლიტვა) კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს გთავაზობთ მობილობის პროგრამას Erasmus+ -ის ფარგლებში.
- ვიზიტის ხანგრძლივობა - 7 დღე (5 სამუშაო და 2 სამოგზაურო დღე);
- გრანტი - 1 360 ევრო (საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ვიზიტის წინ მონაწილეს ჩაერიცხება თანხის 60% პროცენტი, ხოლო დარჩენილი 40% გადაეცემა ვიზიტის დასრულებისას).
მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 15 აგვისტომდე ელ.ფოსტის მისამართზე ird@ciu.edu.ge უნდა გამოაგაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით):
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
- CV (ინგლისურ ენაზე);
- მიმღებ უნივერსიტეტში წასაკითხი სალექციო კურსის/კურსების დასახელება (ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).
მონაწილეობის შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- ნათელი და დასაბუთებული ვიზიტის მიზნები;
- მონაწილეობა საჯარო ღონისძიებაში;
- სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (513-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
წარმატებას გისურვებთ!
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.