• dateივლისი 22, 2019
    time03:54 PM

    Erasmus+ მობილობის პროგრამა მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის შიაულაის სახელმწიფო კოლეჯში

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი შიაულაის სახელმწიფო კოლეჯი (შიაულაი, ლიტვა) კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს გთავაზობთ მობილობის პროგრამას Erasmus+ -ის ფარგლებში.

    • ვიზიტის ხანგრძლივობა - 7 დღე (5 სამუშაო და 2 სამოგზაურო დღე);
    • გრანტი - 1 360 ევრო (საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ვიზიტის წინ მონაწილეს ჩაერიცხება თანხის 60% პროცენტი, ხოლო დარჩენილი 40% გადაეცემა ვიზიტის დასრულებისას).

    მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 15 აგვისტომდე ელ.ფოსტის მისამართზე ird@ciu.edu.ge უნდა გამოაგაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით):

    • პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
    • CV (ინგლისურ ენაზე);
    • მიმღებ უნივერსიტეტში წასაკითხი სალექციო კურსის/კურსების დასახელება (ინგლისურ ენაზე);
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).

    მონაწილეობის შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

    • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
    • ნათელი და დასაბუთებული ვიზიტის მიზნები;
    • მონაწილეობა საჯარო ღონისძიებაში;
    • სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (513-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).

    წარმატებას გისურვებთ!

    სხვა სიახლეები