Erasmus+ გაცვლითი პროგრამა FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გრაცი, ავსტრია)

2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.
აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება შესაბამისი განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება.
სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
საკონკურსო ადგილი: 2
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 9 ოქტომბერი, 2026 წ.
სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე:
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- CV (ინგლისურ ენაზე)
შერჩევის პროცედურა:
- სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
- გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- მოტივაცია
- აკადემიური მოსწრება
- ენობრივი კომპეტენცია
- გერმანული ენა- მინიმუმ B2 დონე
ფინანსური პირობები:
- ამ პროექტის ფარგლებში სტუდენტები FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში განთავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისაგან, იხდიან CIU-ში ჩვეულ რეჟიმში.
- Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გათალისწინებული გრანტი დაახლოებით 850 ევრო ყოველთვიურად და სამოგზაურო ხარჯი.
სხვა სიახლეები
სექტემბერი 29, 2026
09:00 AM
გაცვლითი პროგრამა უსკუდარის უნივერსიტეტში (სტამბოლი, თურქეთი)
2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ უსკუდარის უნივერსიტეტში.
სექტემბერი 28, 2026
01:00 PM
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი
28 სექტემბერს ტრადიციული „აფხაზეთის კვირეულის“ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძესა და განათლებისა და კულტურის მინისტრს, გიორგი ძაძამიას უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ფოიეში თემატური გამოფენაც მოეწყო.
სექტემბერი 28, 2026
09:00 AM
ომარ თურმანიძის დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 7 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკლაძის სახელობის 305-ე აუდიტორიაში, შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ომარ თურმანიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე: ირანის ბირთვული პროგრამა და 5+1 შეთანხმების მონაწილე აქტორების ინტერესები.