• dateოქტომბერი 18, 2024
    time03:51 PM

    CIU აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორი - ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში

    banner

    Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის შემესტრისთვის CIU აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორი - ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში (ბულგარეთი) სრული დაფინანსებით (St. Cyril and St. Methodius University of Veliko Turnovo).

    პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის საბაკალავრო პროგრამის, მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის; ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის; ინფორმაციული ტექნოლოგიების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის, ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.

    საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 20 ნოემბერი, 2024 წელი.

    საკონკურსო ადგილების რაოდენობა: 4

    https://erasmus-vtu.bg/en/student-mobility/erasmus-eu-students-studies : საგნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე

    სააპლიკაციო დოკუმენტები:

    • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
    • CV ევროპასის ფორმატით (ინგლისურ ენაზე);
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).

    განაცხადების მიღება:

    სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge

    შერჩევის პროცედურა:

    • სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა;
    • გასაუბრება კომისიასთან ინგლისურ ენაზე.

    შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

    • აკადემიური მოსწრება;
    • ენობრივი კომპეტენცია;
    • მოტივაცია.

    დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (ოთახი 507), ird@ciu.edu.ge

    სხვა სიახლეები