დებატები - „ნატო უნდა ჩაერიოს რუსეთ-უკრაინის ომში“.
20 მარტს CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „დებატების კლუბის“ ორგანიზებით, კარლ პოპერის ფორმატის დებატები გაიმართა რეზოლუციით: „ნატო უნდა ჩაერიოს რუსეთ-უკრაინის ომში“.
დებატებში საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ: მტკიცებითი გუნდი „საზრისი“ - გურამ ლილუაშვილი, თამარ ოყუჯავა, მაკა ბასილიძე / უარმყოფელი გუნდი „ფენიქსი“ - ბესიკ თავართქილაძე, ქრისტინე ქუქჩიშვილი, ნათია აბუაშვილი.
დებატების მსაჯთა კოლეგიის შემადგენლობაში იყვნენ: პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია; პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, ბექა მანაგაძე.
დებატების ფორმატით გათვალისწინებული შესაბამისი ეტაპების გავლის შემდეგ, თამაშის ჟიურიმ მცირე უპირატესობა უარმყოფელ გუნდს მიანიჭა.
დღის დასასრულს, დებატების პროცესი და მისი მნიშვნელობა CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ნანა ამირანაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ალიკა გუჩუამ შეაფასეს.
დებატებს მოდერაცია ფაკულტეტის დეკანატის წარმომადგენელმა, მარიკა ჩხენკელმა გაუწია.
გუნდებს შორის დებატების მომდევნო ტური 25 მარტს გაიმართება.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.