• dateსექტემბერი 27, 2026
    time08:00 PM

    კონფერენცია - ,,შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - V”

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - V” გაიხსნა. ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

    კონფერენციის სხვადასხვა სექციაში მონაწილეობა მიიღო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა.

    სამეცნიერო კონფერენციის მთავარი მიზანი იყო კულტურათა და ცივილიზაციათა შეხვედრების ისტორიული გზაჯვარედინის - შავი ზღვის რეგიონის შემსწავლელი კომპლექსური ჰუმანიტარული კვლევების შედეგების წარმოჩენა. ღონისძიება, ასევე, მიზნად ისახავდა ინტერდისციპლინური კვლევების წახალისებასა და საერთო კულტურული მემკვიდრეობის ირგვლივ აკადემიური დიალოგის გაღრმავებას. კონფერენციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იყო შავი ზღვის რეგიონის სამეცნიერო სივრცეში საქართველოს, კერძოდ კი, ბათუმის, როგორც ინტელექტუალური ცენტრის, როლის განმტკიცება.

    კონფერენციაში 10-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე 350-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

    ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ოსტრავას უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა).

    სხვა სიახლეები