კონფერენცია - „გააზიარე გამოცდილება: იშვიათი შემთხვევები პედიატრიაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა რიგით მესამე კონფერენცია - „გააზიარე გამოცდილება: იშვიათი შემთხვევები პედიატრიაში“. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 23 იშვიათი და საინტერესო კლინიკური შემთხვევა.
ღონისძიებამ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები და პედიატრები გააერთიანა, რაც პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და კლინიკურ პრაქტიკაში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.
კონფერენცია აკრედიტებული იყო უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში, ხოლო მსმენელებს 6 კრედიტ-ქულა მიენიჭათ.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ღონისძიების ორგანიზატორი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე ყიფიანი.
სხვა სიახლეები
ივნისი 23, 2026
02:00 PM
თამარ თაგვაძის დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 7 ივლისს, 15:00 საათზე, მულტიმედია ცენტრის პანორამაში (პირველი კორპუსის მე-10 სართული) შედგება მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ თამარ თაგვაძის დისერტაციის ქართული ემიგრანტული პრესის სათავეებთან - გაზეთი „საქართველო“ საჯარო დაცვა.
ივნისი 23, 2026
11:00 AM
მაკა ბულეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
22 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მაკა ბულეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „ეპიდემიების გავლენა გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე“.
ივნისი 23, 2026
10:00 AM
საჯარო შეხვედრა თემაზე - „მედიაწიგნიერება“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე - „მედიაწიგნიერება“.







