• dateნოემბერი 16, 2026
    time12:37 PM

    CIU-ის მეღვინეობა „ეთნო ოკამმა“ შანხაის საერთაშორისო გამოფენაზე ბიზნესშეხვედრები გამართა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    5-10 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შანხაიში, საერთაშორისო გამოფენა China International Import Expo-ს ფარგლებში, „ინვესტიციების სააგენტოს“ მხარდაჭერით გამართულ ბიზნესშეხვედრებში (B2B) მეღვინეობა „ეთნო ოკამმა“ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მიზანს ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საერთაშორისო საექსპორტო პოტენციალის ათვისება წარმოადგენდა.

    ბიზნესფორმატის შეხვედრებზე „ეთნო ოკამის“ გენერალურმა მენეჯერმა ლაშა ბოდაველმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა გვანცა ლოთუაშვილმა იმპორტიორებს კომპანიის საქმიანობა, საწარმოო სტანდარტები და სამომავლო ხედვები გააცნეს.

    „ჩვენ გადავედით წარმოებისა და პოზიციონირების სრულიად ახალ ეტაპზე. მომხმარებელს უკვე ვთავაზობთ გაზრდილ ასორტიმენტს, რომელსაც ბაზარი მალე განახლებული იერსახით იხილავს. ამასთან, ავამოქმედეთ ოთხენოვანი განახლებული ვებგვერდი (www.etnookami.com) და სრული მზაობა გვაქვს მსხვილ საერთაშორისო შემსყიდველებთან თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნეს კომპანიის წარმომადგენლებმა.

    საგულისხმოა, რომ მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ ინსტიტუციურ და ტექნოლოგიურ განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ასრულებს. უნივერსიტეტის მხარდაჭერა მოიცავს როგორც მატერიალურ-ტექნიკურ კონტრიბუციას, ისე აკადემიური ცოდნისა და თანამედროვე კვლევითი მიღწევების პრაქტიკაში დანერგვას, რასაც უშუალოდ CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი უზრუნველყოფს.

    საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ბიზნესსექტორის მსგავსი სინერგია ქმნის წარმატებულ პრეცედენტს, სადაც საუნივერსიტეტო ბაზაზე დაგროვილი სამეცნიერო გამოცდილება პირდაპირ აისახება ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობასა და გლობალურ ბაზრებზე მის პოზიციონირებაზე.

    სხვა სიახლეები