• dateივნისი 19, 2026
    time02:00 PM

    CIU-მ „სტუდფესტი 2026“-ზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა „სტუდფესტი 2026“-ზე ღირსეული შედეგი აჩვენა - სტუდენტების აქტიური ჩართულობისა და წარმატებული ასპარეზობის შედეგად, CIU-მ საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

    18 ივნისს სასტუმრო „პარაგრაფში“ ახალგაზრდული ფესტივალის „სტუდფესტი 2026“-ის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები დაჯილდოვდნენ.

    ფესტივალის ფარგლებში CIU-ს სტუდენტებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობაში წარმატებით იასპარეზეს და უნივერსიტეტის სახელით 12 ოქროს, 10 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

    შემაჯამებელ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე უნივერსიტეტებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე.

    ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების მხარდაჭერის, მათი მოტივაციის ზრდისა და ისეთი სივრცეების მნიშვნელობაზე, რომლებიც სტუდენტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების საშუალებას აძლევს. აღინიშნა, რომ „სტუდფესტი“ უკვე ტრადიციულ პროექტად ჩამოყალიბდა და მომავალში კიდევ უფრო ფართო მასშტაბს შეიძენს.

    „სტუდფესტი 2026“-ში საქართველოს 42 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 20 000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. ფესტივალის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში 45 საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ტურნირი გაიმართა, გამარჯვებულად კი 582 სტუდენტი დასახელდა.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის აღნიშნული წარმატება სტუდენტების მიზანმიმართული შრომის, ნიჭისა და გუნდური სულისკვეთების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტურია.

    CIU ულოცავს თითოეულ სტუდენტს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მომავალშიც არაერთ გამარჯვებას უსურვებს.

    სხვა სიახლეები