CIU-ს სტუდენტი გაცვლითი პროგრამით პოლონეთში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი - ანდრანიკ ოგანისიანი ერთი სემესტრით გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას აგრძელებს იაგელონიის უნივერსიტეტში (კრაკოვი, პოლონეთი).
გაცვლითი პროგრამა სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, გაიღრმავოს ცოდნა გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე განივითაროს პროფესიული და კულტურული უნარები მრავალფეროვან საერთაშორისო გარემოში.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ანდრანიკ ოგანისიანმა 9 სასწავლო კურსი შეარჩია, რაც მისი პროფესიული განვითარებისკენ არის მიმართული. ამასთან, ის აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო საქმიანობაში. აკადემიური პროცესის პარალელურად, სტუდენტი კულტურულ აქტივობებშიც არის ჩართული, რაც მის საერთაშორისო გამოცდილებას კიდევ უფრო ამდიდრებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმატებებს უსურვებს ანდრანიკ ოგანისიანს მის პროფესიულ საქმიანობაში.
სხვა სიახლეები
მარტი 25, 2026
01:30 PM
CIU-მ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორს უმასპინძლა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში Erasmus+ აკადემიური მობილობის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა უმასპინძლა ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორს, მარია ვესოლოვსკას.
მარტი 25, 2026
01:00 PM
თინათინ გოგაშვილის წიგნის პრეზენტაცია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის, უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ თინათინ გოგაშვილის ახალი მონოგრაფიის: „BASICS OF CHANGE MANAGEMENT. Architect of the Future: Rebooting Organizations“ (ცვლილებების მენეჯმენტის საფუძვლები. მომავლის არქიტექტონიკა: ორგანიზაციების გადატვირთვა) პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიება ორგანიზაციული მენეჯმენტის თანამედროვე გამოწვევებისა და სისტემური ტრანსფორმაციის საკითხების განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.
მარტი 25, 2026
11:00 AM
CIU-ს სტუდენტები Erasmus+ პროგრამით ბულგარეთში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას ბულგარეთში, ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში აგრძელებენ.