CIU-ს სტუდენტი გაცვლითი პროგრამით პოლონეთში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი - ანდრანიკ ოგანისიანი ერთი სემესტრით გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას აგრძელებს იაგელონიის უნივერსიტეტში (კრაკოვი, პოლონეთი).
გაცვლითი პროგრამა სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, გაიღრმავოს ცოდნა გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე განივითაროს პროფესიული და კულტურული უნარები მრავალფეროვან საერთაშორისო გარემოში.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ანდრანიკ ოგანისიანმა 9 სასწავლო კურსი შეარჩია, რაც მისი პროფესიული განვითარებისკენ არის მიმართული. ამასთან, ის აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო საქმიანობაში. აკადემიური პროცესის პარალელურად, სტუდენტი კულტურულ აქტივობებშიც არის ჩართული, რაც მის საერთაშორისო გამოცდილებას კიდევ უფრო ამდიდრებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმატებებს უსურვებს ანდრანიკ ოგანისიანს მის პროფესიულ საქმიანობაში.
სხვა სიახლეები
მარტი 23, 2026
01:00 PM
„ფესვიდან ბრენდამდე“ - ინტერაქციული შეხვედრა სტუდენტებთან
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო შეხვედრა თემაზე - „ფესვიდან ბრენდამდე“. ღონისძიება, რომელიც პერსონალური ბრენდინგის სტრატეგიებს მიეძღვნა, გამორჩეული იყო ინტერაქციული ფორმატით.
მარტი 20, 2026
10:10 AM
CIU-ს სტუდენტები Erasmus+ პროგრამით პოლონეთში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში სწავლას პოლონეთში, ნოვი სონჩის ბიზნეს სკოლა - ლუის ეროვნულ უნივერსიტეტში (Higher School of Business - National Louis University (WSB NLU), Nowy Sącz) აგრძელებენ.
მარტი 20, 2026
10:00 AM
CIU აცხადებს მიღებას პროფესიული მომზადების პროგრამაზე: „გერიატრიული ასისტენტი“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მოკლევადიან, პროფესიული მომზადების პროგრამაზე: „გერიატრიული ასისტენტი“ (ხანდაზმულთა მოვლა);