CIU-ში ელსა თბილისის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
6 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის (ELSA თბილისი) საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ელსა თბილისის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია ასოციაციის სტრუქტურის, საქმიანობის მიმართულებების, პროექტებისა და იმ მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც ასოციაციის წევრობა ითვალისწინებს.
სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივ დონეზე დაგეგმილი პროექტებისა და ინიციატივების, საერთაშორისო სტაჟირების პროგრამების, ელსას დელეგაციებისა და საერთაშორისო სამართლის სკოლების შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამარტივებული წესით გაწევრიანებულიყვნენ ასოციაციაში და ჩართულიყვნენ ელსა თბილისის საქმიანობაში.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 09, 2026
12:00 PM
ტრენინგების სერია მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის - ENPARD IV-ის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით, სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული სესიები იმართება.
ოქტომბერი 08, 2026
08:00 PM
შემოდგომის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „წარმატებულ სტუდენტთათვის სტიპენდიის, ერთჯერადი ჯილდოს გაცემისა და სხვა სახის წახალისების წესის“ თანახმად ცხადდება შემოდგომის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი.
ოქტომბერი 08, 2026
11:00 AM
მიღება პროფესიულ პროგრამაზე - „თბილისის გიდი“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „თბილისის გიდი“.




