• dateოქტომბერი 15, 2026
    time12:27 PM

    CIU-ს სამეცნიერო პროექტი ვენაში გამართულ სტომატოლოგიურ კონგრესზე

    banner

    🇦კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა, სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა ლელა წიტაიშვილმა ვენაში გამართულ 50-ე ავსტრიულ სტომატოლოგიურ კონგრესში მიიღო მონაწილეობა და ზეპირი მოხსენების სახით წარადგინა უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტი - „სტომატოლოგიური განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კავშირი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომპეტენციების გასაძლიერებლად“ (Bridging Dental Education and Public Health: The Caucasus International University (CIU) Model for Enhancing Public Health Competencies).

    კონგრესი ავსტრიის დედაქალაქში, 1–3 ოქტომბერს გაიმართა და მისი ორგანიზატორი იყო Austrian Society for Dental, Oral and Maxillofacial Medicine - Vienna (ÖGZMK - Vienna). ღონისძიების მთავარი თემა - „სტომატოლოგია ტრადიციიდან ინოვაციამდე“ - სტომატოლოგიის ტრადიციულ გამოცდილებას, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებსა და ინოვაციურ მიდგომებს აერთიანებდა.

    პროექტი სტომატოლოგიური განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტეგრაციას, მომავალი სტომატოლოგების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებასა და პრევენციული მიდგომების განვითარებას ეხება.

    საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესში მონაწილეობამ და პროექტის წარდგენამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შესაძლებლობა მისცა, საერთაშორისო პროფესიული და აკადემიური საზოგადოებისთვის გაეცნო უნივერსიტეტის გამოცდილება სტომატოლოგიური განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტეგრაციის მიმართულებით, გაეზიარებინა სამეცნიერო გამოცდილება და გაცნობოდა სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებს.

    სხვა სიახლეები