CIU-ს სამეცნიერო პროექტი ვენაში გამართულ სტომატოლოგიურ კონგრესზე

🇦კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა, სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა ლელა წიტაიშვილმა ვენაში გამართულ 50-ე ავსტრიულ სტომატოლოგიურ კონგრესში მიიღო მონაწილეობა და ზეპირი მოხსენების სახით წარადგინა უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტი - „სტომატოლოგიური განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კავშირი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომპეტენციების გასაძლიერებლად“ (Bridging Dental Education and Public Health: The Caucasus International University (CIU) Model for Enhancing Public Health Competencies).
კონგრესი ავსტრიის დედაქალაქში, 1–3 ოქტომბერს გაიმართა და მისი ორგანიზატორი იყო Austrian Society for Dental, Oral and Maxillofacial Medicine - Vienna (ÖGZMK - Vienna). ღონისძიების მთავარი თემა - „სტომატოლოგია ტრადიციიდან ინოვაციამდე“ - სტომატოლოგიის ტრადიციულ გამოცდილებას, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებსა და ინოვაციურ მიდგომებს აერთიანებდა.
პროექტი სტომატოლოგიური განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტეგრაციას, მომავალი სტომატოლოგების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებასა და პრევენციული მიდგომების განვითარებას ეხება.
საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესში მონაწილეობამ და პროექტის წარდგენამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შესაძლებლობა მისცა, საერთაშორისო პროფესიული და აკადემიური საზოგადოებისთვის გაეცნო უნივერსიტეტის გამოცდილება სტომატოლოგიური განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტეგრაციის მიმართულებით, გაეზიარებინა სამეცნიერო გამოცდილება და გაცნობოდა სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებს.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 22, 2026
08:43 PM
პროფესიული პროგრამების ახალი მიღებების პრეზენტაცია
8 და 10 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ახალი პროგრამების გახსნის ღონისძიებები გაიმართა.
ოქტომბერი 21, 2026
09:17 PM
თათია ხუნტუას საჯარო დაცვა
2026 წლის 30 ოქტომბერს 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკლაძის სახელობის 305-ე აუდიტორიაში, შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ თათია ხუნტუს საჯარო დაცვა თემაზე: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში..
ოქტომბერი 20, 2026
10:08 AM
CIU-ს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები „კავკასიელი“ ეთნოფესტივალზე წარმატებით წარდგნენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერისა და ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლები „კავკასიელი“ საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ „ეთნოფესტივალზე საქართველოში - უფლისციხე 2026“ წარდგნენ.