• dateივნისი 29, 2026
    time10:00 AM

    CIU-ს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი პელოპონესის უნივერსიტეტში

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    22–26 ივნისს, Erasmus+ აკადემიური მობილობის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი ქეთევან ნანობაშვილი და ასისტენტ-პროფესორი თამარ მარგიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საბერძნეთში პელოპონესის უნივერსიტეტში.

    ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბიზნესისა და ორგანიზაციის ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ თეოდოროს კოცილიერისთან, ასევე უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან.

    შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და პელოპონესის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების, საერთაშორისო სემინარების, კონფერენციებისა და სხვა აკადემიური ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები.

    ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიების, ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკებისა და უმაღლესი განათლების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების შესახებ.

    აღნიშნული მობილობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.

    სხვა სიახლეები