მემორანდუმი ჩაკლოვას საგანმანათლებლო ცენტრთან
29 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჩაკლოვას საგანმანათლებლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვან საფუძველს უყრის სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.
პარტნიორობის ფარგლებში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ განივითარონ პროფესიული/პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გაიარონ სტუდენტური პრაქტიკა უშუალოდ ჩაკლოვას საგანმანათლებლო ცენტრში. ამასთანავე, თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი კვლევების წარმოებასა და სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას.
დოკუმენტს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და ჩაკლოვას საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელმა, ლიანა ჩაკლოვამ მოაწერეს.
ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკატერინე ჭალაგანიძე და ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ნანა პარინოსი.
სხვა სიახლეები
ივნისი 30, 2026
01:00 PM
„AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ - საგანმანათლებლო კვირეული
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (16 ივლისი), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი გიწვევთ AI-სადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებების სერიაზე - „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“;
ივნისი 30, 2026
10:00 AM
CIU-ს აკადემიური პერსონალის ვიზიტი ქილისის 7 დეკემბრის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის ფარგლებში
Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში, 22–27 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი თურქეთში, ქილისის 7 დეკემბრის უნივერსიტეტს ეწვია. ვიზიტში მონაწილეობდნენ CIU-ს ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი მირანდა მიქაძე და ასისტენტ პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი გელა გიორგაძე.
ივნისი 29, 2026
01:00 PM
CIU-მ QS Higher Ed Summit: Europe 2026-ზე პრესტიჟული QS Stars-ის აღიარება მიიღო
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საერთაშორისო განვითარების გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. უნივერსიტეტს QS Higher Ed Summit: Europe 2026-ის ფარგლებში, რომელიც 24–25 ივნისს ბუდაპეშტში (უნგრეთი) გაიმართა, ოფიციალურად გადაეცა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეფასების სისტემის – QS Stars-ის სერტიფიკატი.


