CIU-ს აკადემიური პერსონალის ვიზიტი ქილისის 7 დეკემბრის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის ფარგლებში

Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში, 22–27 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი თურქეთში, ქილისის 7 დეკემბრის უნივერსიტეტს ეწვია. ვიზიტში მონაწილეობდნენ CIU-ს ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი მირანდა მიქაძე და ასისტენტ პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი გელა გიორგაძე.
ვიზიტის ფარგლებში მათ მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში - „აკადემიური ინსტიტუტების როლი კონფლიქტების პრევენციაში“, სადაც განხილულ იქნა თემატიკა, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარების, სოციალური შერიგებისა და კონფლიქტების მოგვარების პროცესს.
შეხვედრებისას აღინიშნა, რომ უნივერსიტეტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მშვიდობისა და კულტურის გავრცელებაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საერთაშორისო თანამშრომლობის, აკადემიური მობილობის პროგრამებისა და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის გზით ერთმანეთთან დაკავშირებულები იყვნენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში აქტიურად უწყობს ხელს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობასა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, აკადემიური კავშირების გაფართოებასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებას.
სხვა სიახლეები
ივნისი 30, 2026
01:00 PM
„AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ - საგანმანათლებლო კვირეული
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (16 ივლისი), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი გიწვევთ AI-სადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებების სერიაზე - „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“;
ივნისი 29, 2026
02:00 PM
მემორანდუმი ჩაკლოვას საგანმანათლებლო ცენტრთან
29 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჩაკლოვას საგანმანათლებლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვან საფუძველს უყრის სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.
ივნისი 29, 2026
01:00 PM
CIU-მ QS Higher Ed Summit: Europe 2026-ზე პრესტიჟული QS Stars-ის აღიარება მიიღო
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საერთაშორისო განვითარების გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. უნივერსიტეტს QS Higher Ed Summit: Europe 2026-ის ფარგლებში, რომელიც 24–25 ივნისს ბუდაპეშტში (უნგრეთი) გაიმართა, ოფიციალურად გადაეცა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეფასების სისტემის – QS Stars-ის სერტიფიკატი.